Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტზე იმსჯელეს

ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტზე იმსჯელესУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოკუპიებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საერთაორისო გამჭვირვალბა საქართველოს და არასამთარობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. საერთაშორისო გამჭვირვალობის თბილისის ოფისის წარმომადგენელი გიგი ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში განიხილება და მისი ცოდნა აუცილებელია საზოგადოებისთვის, რადგან კანონპროექტი ცალსახა არ არის და შეიძლება შეიცავდეს წინააღმდეგობრივ მომენტებს. " კანონპროექტის მთავარი ტენდენცია საზღვრის გადაკვეთის ლიბერალიზაციაა,თუმცა აღნიშნული ლიბერალიზაცია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების გადაკვეთას ეხება, დანარჩენი საზღვრების გადაკვეთა კი კვლავ მკაცრად დასჯადი რჩება."-აღნიშნავს ჩიხლაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა განმარტავს, რომ საზოგადოებაში ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე ძალინ დაბალია, ამის მიზეზად კი მედიის მხრიდან აღნიშნული საკითხით ნაკლებად დაინტერესებას მიიჩნევს. შეხვედა დისუკუსიის რეჟიმში ჩატარდა და მოსახლეობამ კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვა.
Мой аккаунт