გამოხმაურება კორცხელის ინფიდენტზე - რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები ეხმიანებიან. თითოეული აცხადებს, რომ მომხდარი ძალადობა დასაგმობია, თუმცა შეფასებების სხვადასხვა ვერსია არსებობს. პოლიტიკოსა ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალადობა დასაგმობია და მომხდარი კანონის უხეში დარღვევაა. "თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების სამართლიანად და მშვიდ გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მომხდარს შემაშფოთბელს უწოდებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. კორცხელის შუალედურ არჩევნებზე "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა თეონა ქარდავამ მომხდარი ფაქტი კორცხელის ცენტრში შეაფასა. მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის შეფასებები არ განსხვავდება წინა შეფასებებისგან. ხოლო პრემიერ-მინისტრის დაპირების შეუსრულებლობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დამენია საუბრობს. მომხდარი ასევე "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგიტა ბიგვავამაც შეაფასა. კორცხელის შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებული პარტიის ლიდერების მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე "დაიცავი საქართველოს" ლოდერი კახა მიქაია საუბრობს. მისი განცხადებით, გიგა ბოკერიას პროვოკაციას "ქართული ოცნება" წამოეგო. მიქაია სახელისუფლებო პარტიასაც მიმართავს. კორცხელის შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართცველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განცხადებით, აუცილებელია სამართალდამცავთა მხრიდან გამოძიების დაწყება და იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.