საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრამ, რომელიც ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში არსებულ პრობლემებს მიეძღვნა, კონკრეტული შეთანხმების გარეშე ჩაიარა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმში" საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის" ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს შეხვდა. ფეხბურთის გულკშემატკივრებმა მინისტრს კლუბ „ზუგდიდის" გადარჩენა სთხოვეს. მათი თქმით, თუ კლუბმა ფინანსური დახმარება არ მიიღო, გუნდი რამდენიმე დღეში დაიშლება.ზუგდიდელებმა მინისტრს სტხოვეს პირადად მოაგვაროს ეს საკითხი და გუნდი დაშლისგან იხსნას. ფეხბურთის ქომაგებმა მინისტრს ასევე, ზუგდიდში სტადიონის არ არსებობის შესახებ ესაუბრნენ.სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გულშემატკივრებს განუცხადა, რომ საკითხს პრემიერ--მინისტრამდე მიიტანს და განიხილავს თუმცა დაფინანსების მოგვარებასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.მისივე განმარტებით, თანხების აკუმლირებისთვის დროა საჭირო , რადგან ყველა პროცესი კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს.ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლანდ მაქაცარიას განმარტებით, კლუბმა მიმდინარე სეზონში თამაში, რომ შეძლოს მინიმუმ 500 ათასი ლარი სჭირდება.მაქაცარიას განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრს საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება არ გაუჟღერებია.გუნდის ..
2013-07-16