ხმაური ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების განხილვამდე დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა მიქაიამ 15 ნოემბრის აქცია შეაფასა და აღნიშნა რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამართულ ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყველაზე მეტი რაოდენობა სამეგრელოდან იყო წარმოდგენილი, რაც მისი აზრით შემაშფოთებელია.კახა მიქაიამ საკრებულოს თავმჯდომარეს მომავალ სხდომაზე მისი თქმით გაურკვეველი ორგანიზაციის მიერ 14 ნოემბერს საეჭვოდ ჩარიცხული თანხის შესახებ განმარტებაც მოთხოვა, რომელიც მიქაიას განმარტებით ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიას ეკუთვნის.15 ნოემბრის აქციის შეფასებას ნაციონალური მოძრაობის წევრის კახაბერ ჩანგელიას გაღიზიანება მოჰყა, რამაც მიქაიასა და ჩანგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა პრემიების განსაზღვრის წესის დამტკიცებასაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც საჯარო მოხელე პრემიას მიიღებს არა კვარტალში ერთხელ, არამედ დამსახურების მიხედვით.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინიციატივას მხარი კახა მიქაიამ დაუჭირა, რომელმაც კოლეგებს ორგანული კანონიდან მე-7, მე-8 მუხლების ამოღების იდეა წამოაყენა, რასაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.