Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით უფასო სასადილოს ბენეფიციარების შე..

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით უფასო სასადილოს ბენეფიციარების შე..У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით უფასო სასადილოს ბენეფიციარების შერჩევა დარღვევით მოხდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს ბენეფიციარების კრიტერიუმების დარღვევით შერჩევასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვრირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისმა პრესკონფერენცია გამართა. გამჭვირვალობის ოფისის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა"უფასო სასადილოს" სერვისს სოციალური სამსახურის მიერ მინიჭებული 57 000 და დაბალი სარეიტინგო ქული მქონე ბენეფიციარებს სთავაზობს.თუმცა როგორც ორგანიზაციამ გაარკვია უფასო სასადილოს 20 ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობა შეფასებულია 57 000--ზე მაღალი სარეიტინგო ქულით ,23 ბენეფიციარი კი არ არის დაგერგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა აცხადებს, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით გამგეობა არ ღვევს მის მიერვე დადგენილ კრიტერიუმებს.პრეს-კონფერენციაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელ აქტებზე, რომლის შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არის უსახლ-კარო, არ აქვს კანონიერი შესაძლებლობა გახდეს სოციალური დახმარების მიმღები, შესაბამისად, ამ მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ აფასებს.აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით" საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შესაბამისი რეკომენდაციით მიმდინარე წლის აპრილის თვეში მიმართა და "უფასო სასადილოთი" მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების ისე შეცვლა სთხოვა, რომ,არ დაარღვეულიყო მის მიერ დადგენილი წესები და, მეორე მხრივ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს ბენეფიციარები, რომლებისთვისაც უფასო სასადილოთი სარგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.დარღევევების გამოვლენასთან ერთად, არასამთავრობოები რეკომენდაციით მიმართავენ ზუგდიდის მუნიციპლიტეტეის... 2013-05-30
Мой аккаунт