Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართული ჯარი - რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა

ქართული ჯარი - რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
25 იანვარი, 2015 რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - რა საფრთხეს შეიცავს ახალ დოქტრინასთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში განლაგებული რუსული სამხედრო ობიექტები. 2014 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციამ ახალი სამხედრო დოქტრინა დაამტკიცა. მასში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების სტატუსი აქვთ მინიჭებული. კრემლის მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ: "მოსკოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად აპირებს თანაქმედებას". დოქტრინასთან ერთად, საფრთეს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში განლაგებული რუსული სამხედრო ობიექტები. ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებული ბაზების სახმელეთო გზით დასაკავშირებლად, კრემლი გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, შემდეგი კი ამ ორი ობიექტის სომხეთის ტერიტორიაზე არსებული გიუმრის სამხედრო ბაზასთან სახმელეთო კავშირი იქნება. მთავრობის ახალ ინიციატივას არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა. რას გულისხმობს შსს-ს ინიცირებული ცვლილებები.
Мой аккаунт