ჯაბა იოსელიანი აღიარებს, რომ ფაქტიურად რუსეთის არმიამ მოაგებინა სამხედრო ხუნტას, ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ე. წ. "სამოქალაქო ომი".
ე. წ. "სამოქალაქო ომი", რადგანაც სინამდვილეში, ეს სამხედრო პუტჩი და შემდგომი დაპირისპირება კრემლის მიერ იყო ორგანიზებული. 1991წლის ბოლოს განხორციელებულ სამხედრო პუტჩის დროს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ეხმარებოდა პუტჩისტურ ოპოზიციას.
ასევე დაეხმარა რუსეთის არმია სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საომარი დაპირისპირების დროს ოპოზიციას. 1993წლის შემოდგომაზე, რუსეთის არმიამ დასავლეთ საქართველოში, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები განახორციელა ზ. გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ. კრემლმა ასე შეუნარჩუნა შევარდნაძის უკანონო, მარიონეტულ რეჟიმს ძალაუფლება. 1993წლის შემოდგომაზე, როცა გამსახურდიას მომხრეები, შევარდნაძის რეჟიმის დასამხობად თბილისისკენ წარმატებით მოიწევდნენ, სწორედ შევარდნაძის მარიონეტულმა რეჟიმმა, სამხედრო ოპერაციის განხორცილება და სამხედრო ძალით ჩარევა და დახმარება, რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა. სწორედ იმ რუსეთის არმიას, რომელმა არმიამაც, ცოტა ხნით ადრე, აფხაზ სეპარატისტებთან ერთად განახორციელეს აფხაზეთში ეთნოწმენდა და აფხაზეთის ოკუპაცია. ამ ეთნოწმენდის დროს რუსულ-აფხაზურმა სამხედრო ძალებმა დახოცეს 30 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. აგრეთვე რუსულ-აფხაზურ სამხედრო აგრესიას აფხაზეთის ომში, შეეწირა ათასობით ქართველი და არაქართველი სამხედრო მებრძოლი.
საამაყო არ უნდა ჰქონდეთ იმ შევარდნაძის მომხრე მებრძოლებს, ვინც აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდისა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომ, აფხაზეთში ქართველების სისხლში გასვრილ, ამ რუსულ არმიასთან ერთად და მხარდამხარ იბრძოდა ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში.