ახალი საფრთხეები - "დოკუმენტით" გაფორმებული რუსული ანექსია
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მესამე დღეაა, შეფასებები არ წყდება საქართველოსთვის საფრთხისშემცველ დოკუმენტზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ უკვე ხელმოწერილია.
ფედერაციის ახალი სამხედრო დოქტრინის წაკითხვის შემდეგ, ქართველი ექსპერტები ხელისუფლებას მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების იმედად ყოფნას არ ურჩევენ და ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესაჩერებლად სტრატეგიის შემუშავებას სთხოვენ. უკვე დამტკიცებულ დოქტრინაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამჯერაა ნახსენები და ხაზგასმულია, რომ ამ რეგიონებთან თავადაცვით სფეროში თანამშრომლობა ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურ პრიორიტეტებში შედის.
რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები დოკუმენტში, რომელიც 2020 წლამდე რუსეთის სამხედრო მოქმედებების სტრატეგიას განსაზღვრავს, ქეთი ქარდავა საუბრობს თემაზე.