Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

რუსული და ნატოს სამხედრო გემები შავი ზღვაში, რუსეთის ბირთვული იარაღი მზადყოფნაში მოყვანილი

რუსული და ნატოს სამხედრო გემები შავი ზღვაში, რუსეთის ბირთვული იარაღი მზადყოფნაში მოყვანილიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, კონტინენტის სამხედრო რუქაზე ცვლილებებია. შავი ზღვის აკვატორიაში მობილიზებულია რუსული და ნატოს სამხედრო გემები. შეერთებულმა შტატებმა გეგმიური სწავლებების მოტივით, სამხედრო კონტიგენტი განათავსა პოლონეთსა და რუმინეთში. შავ ზღვასთან ახლოს კი ამერიკელებს მსოფლიოში ატომური ავიამზიდი "ჯორჯ ბუში" ჰყავთ. უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი, თავის თავზე აიღო ნატოს მისიამ. თავის მხრივ ცვლილებებია რუსულ სამხედრო პოზიციებზეც. კრემლს ყველა სამხედრო ბაზაზე, საბრძოლო მზადყოფნა აქვს გამოცხადებული. ავიატექნიკის გადაადგილება შეიჩნევა სომხეთში განთვასებულ რუსულ ავიაბაზა "ერებუნიზეც". რამდენიმე დღეა სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. გუდაუთასა და ცხივალთან ახლოს 8 ათასი რუსი სამხედრო საარტილერიო და სახმელეთო სწავლებებს გადის. შეინიშნება მძიმე ტექნიკის გადაადგილებაც. რატი ხვისტანი მუშაობს თემაზე. დეტალების გაგებას სწორედ მისგან შევეცდებით - როდის დაიწყო სამხედრო წვრთნები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში?
Мой аккаунт