- 5 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი ღია სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა. რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონს ოკუპაცია მოჰყვა. ვინ დაიწყო აგვისტოს ომი - ეს საკითი წლების შემდეგაც ქართულ პოლიტიკაში კვლავ აქტუალურია.
- მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ 5 წლის წინ რუსეთთან ომში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს.
- ეუთო ოფიციალურ ვებგვერდზე აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სათაურით "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი: ხუთი წლის შემდეგ". განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მშვიდობასა და სტაბილურობას იმსახურებს.
- დავით ბაქრაძემ მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართა. უმცირესობის ლიდერმა ეკონომიკის მინისტრს შეხვედრა და ეკონომიკაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
- ჟურნალისტმა გიორგი ფარესიშვილმა პროკურატურაში განცხადებასთან ერთად აუდიო ჩანაწერი შეიტანა. ფარული აუდიო ჩანაწერი ნუგზარ ფოფხაძის, გელა ხვედელიძის, გიორგი მამაცაშვილის და ლაშა ამირეჯიბის საუბარს ასახავს, ფარესიშვილის თქმით, შეხვედრა ცეკას ყოფილი მდივნის ნუგზარ ფოფხაძის სახლში აპრილის თვეში შედგა.
- ედვარდ სნოუდენის მამამ ლონ სნოუდენმა შვილისთვის თავშესაფრის მიცემის გამო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა. ლონ სნოუდენს სჯერა, რომ ამერიკის ზეწოლა ვერ შეარყევს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ის არ დაუშვებს ედვარდ სნოუდენის სამშობლოში ექსტრადიციას.
- სირიის მთავრობამ პრეზიდენტ ასადზე შეარაღებული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უარყო. ტაჰრირ ალ შამის აჯანყებულთა ბრიგადამ განაცხადა, რომ ასადის ესკორტს რამდენიმე საარტილერიო ჭურვი ესროლა.