- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამ გადაწყვეტილების მოტივებზე კომისიაში არ საუბრობენ. ახალი თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები აირჩევენ.
- ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით დაირღვა სტერეოტიპი, რომ პრეზიდენტი „ზეკაცი" უნდა იყოს.
- საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, საჯარო სამსახურში თანამშრომლების განთავისუფლების პოლიტიკური ნიშნები იკვეთება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან 5 ათასზე მეტი თანამშრომელი გაანთავისუფლეს, მათ ნაცვლად კი 7 ათასზე მეტი დაინიშნა, მათგან მხოლოდ 4 პროცენტი - კონკურსის წესით.
- ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ შეკვეთით კომპანია Densus-ის მიერ მომზადებული 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე დასკვნა წარმოადგინა. მისი აზრით, ამ დასკვნა მერაბიშვილის ბრალდების გადახედვის საფუძველი უნდა გახდეს, რასაც პროკურატურა უარყოფს.
- მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდ BULKELEY-ზე საზეიმო მიღებაზე თავის გამოცვლაში მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება და პრემიერი იმის გამო, რომ 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებენ.
- პალესტინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე, ისრაელი 26 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.