Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ახალი ამბები - 1-ლი აგვისტო, 2013

ახალი ამბები - 1-ლი აგვისტო, 2013У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
- 17 მაისის აქციის დარბევაში ერთ-ერთი ბრალდებულის სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მოსამართლემ საქმეში არსებული მტკიცებულება ბიჩინაშვილის წინააღმდეგ არასაკმარისად მიიჩნია. - თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ რამდენიმე ბრალდებაზე უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას ერთი თვის ვადაში აპირებს. - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა გენერალ კალანდაძეს ბრალისგან გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არასოდეს ეპარებოდა. - საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ შეწყალებული თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე აღადგინა. გუნავამ საპყრობილე 30 ივლისს შეწყალებიდან რამდენიმე საათში დატოვა. - საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს. ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი მთავრობას ურჩევს რეალობას თვალის გაუსწოროს და რეკომენდაციებს აძლევს. - აშშ-ის მთავრობის მიერ ძებნილმა ედუარდ სნოუდენმა მოსკოვის აეროპორტის ტერიტორია დატოვა. ადვოკატის განცხადებით, ამერიკის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა საჭირო საბუთები მიიღო და აეროპორტის სატრანზიტო ზონით რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა.
Мой аккаунт