Saturday, 13 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ფოკუსი: 9 ოქტომბერი, 2014

ფოკუსი: 9 ოქტომბერი, 2014У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
- საქართველოში NATO-ს ინფრასტრუქტურის განლაგება საფრთხეს შეუქმნის ამიერკავკასიას - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ განცხადებაშია აღნიშნული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ხელი უნდა მოეწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. - ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზა - ეკონომიკური პროექტი თუ რეალური საფრთხე საქართველოსთვის - დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან გზის კიდევ ერთი მონაკვეთი დააკავშირებს. საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ რუსეთის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს საკუთარ ტერიტორიაზე, პოლიტიკის მიმომხილველები კი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეებზე საუბრობენ.] - სოფელ ლომბალოში 30 წლის ქალმა თავის მას შემდეგ ჩამოიხრჩო რაც ქმრის ნათესავებმა ღალატში დაადანაშაულეს და საჯაროდ სცემეს. - თბილისის მერიის თანამშრომლებმა დღეს აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვეს, სადაც ნარმანიას გუნდის წევრები მათ სამასახურიდან საკუთარი ნებით წასვლას ურჩევდნენ.მერიის თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პოლიციაში არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობენ - კახა კოჟორიძის თქმით, არცერთი სამართალდამცავი ამის გამო პასუხისგებაში არ მიცემულა.
Мой аккаунт