У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
32 წლის ბრიგადის გენერალმა ჯილდოები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მიიღო. სწორედ გიორგი კალანდაძე მეთაურობდა აგვისტოს ომში მეოთხე ბრიგადას, რომელმაც ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა თვითმხილველთა თქმით ეს არ მომხდარა ბრძოლაში. მეთაურის ბრძანებით დასასვენებლად გაშლილი ბრიგადა საჰაერო დაბომბვის შედეგად განადგურდა.
კალანდაძის სამხედრო განათლება
კადეთდა კორპუსიდან და გაერთიანებული სამხედრო აკადემიიიდან იწყება.
2005 წელს ის რეინჯერების ოცმეთაურის მომზადების კურსს გადის შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში ის 2009 წელსაც იყო ამჯერად სამეთაურო საშტაბო კოლეჯში. სწავლობდა ესტონეთში და ასევე გერმანიაში.
სხვადსხვა დროს გიორგი კალანდაძე იყო ოცეულის მეთაური, ბატალიონის ასეულის მეთაური, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური.
2009 წელს ის ინიშნება საქ-ოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილედ.
2010 კი უკვე სახმელეთო ჯარების სარდლის პოსტს იკავებს.
მისი ბოლო პოსტი დაპატიმრებამდე გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობა იყო.