Wednesday, 17 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ხელჩართული ჩხუბი, გინება, დამტვრეული ინვენტარი და გამოძახებული სასწრაფო დახმარება

ხელჩართული ჩხუბი, გინება, დამტვრეული ინვენტარი და გამოძახებული სასწრაფო დახმარებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
წლის ბოლოს დეპუტატებს ზრდილობას კიდევ ერთხელ ახსენებენ. შეწყვეტილი სხდომა, ხელჩართული ჩხუბი, გინება ტრიბუნიდან და დაზიანებული ინვენტარი: პარლამენტი დღესაც ფიზიკური დაპირისპირების ადგილად იქცა. მთელი 15 წუთის განმავლობაში სასესიო დარბაზში მხოლოდ უცენზურო სიტყვები და მიკროფონების სროლის ხმა ისმოდა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა და შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. ვინ რამდენი კვოტით უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებში: ამ საკითხზე დაწყებული დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ ტრიბუნიდან შეიგინა. დღევანდელი ინციდენტის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციებით ემუქრება. თუმცა შესაძლოა ფაქტი მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლოს- ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოს შეანობაში სამართალდამცავებიც დააფიქსირეს. წლის ყველაზე ხმაურიან სესიას ნოდარ ჩაჩუა აშუქებდა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვრთავთ, - მოსალოდნელია თუ არა ინციდენტზე გამოძიების დაწყება?
Мой аккаунт