Thursday, 11 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

წიგნები, წიგნები, წიგნები ჩქარა!

წიგნები, წიგნები, წიგნები ჩქარა!У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
წიგნები, წიგნები, წიგნები ჩქარა! 2013 წლის 3 აპრილს პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ერეკლე საღლიანმა „ობიექტივის" ღამის სტუდიის პირდაპირ ეთერში განაცხადა: „ადამიანი აზროვნებას გადაეჩვია. აზროვნება საჭიროებს განცდას, ჩაღრმავებას. დღევანდელი კაცობრიობის უდიდესი ნაწილი კი გართობაზეა გადასული. ადამიანი ფიქრს გადაეჩვია." 2013 წლის 10 აპრილს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის" ღამის სტუდიის პირდაპირ ეთერში განაცხადა: „ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გავზარდოთ მცოდნეები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი მდიდრები, ესენი არიან ახალი მცოდნეები. ადრე, 200 წლის წინ იყო მდიდარი ღონიერი - წავიდა, დაიპყრო, წაართვა. დღეს სულ სხვა რამ არის, ახლა გონიერია ღონიერი და მდიდარი. ჩვენ მომავალ თაობას უნდა მივცეთ დიდი ცოდნა." 2013 წლის 14-20 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრმა, დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე არაერთხელ მიმართა თანამემამულეებს: „მეგობრებო! მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ ერთ კარგ საქმეში: მაღალმთიან სოფლებში ვაპირებთ, ავაღორძინოთ ბიბლიოთეკები. ამისთვის შემოწირულობების სახით ვაგროვებთ წიგნებს. განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გვაქვს საშუალება, წიგნებს თავი მოვუყაროთ და შემდეგ ავიტანთ მთაში და 500-მდე სოფელს გავუნაწილებთ. ეს იქნება დასაწყისი იმ აქტივობისა და კეთილი საქმეების, რასაც ყველა ერთად გავაკეთებთ მთისთვის." 2013 წლის 2 ივნისს, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იქადაგა: „ჩვენ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ზედაპირულად. ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანი მხოლოდ ტელევიზიით და პრესით. ადამიანის პირველი მეგობარი უნდა იყოს წიგნი. ის მწიგნობარი უნდა იყოს, უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს უპირველესად „ბიბლიას" და მერე სხვა წიგნებს"... მინდა შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ხალხით უნდა გაივსოს."
Мой аккаунт