მომღერალმა ზაზა ხუციშვილმა სიმღერა - „ეს შენ გეხება" დაწერა. როგორც ის ამბობს, სიმღერის იდეა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ კამპანიის - „ეს შენ გეხება" წამოწყების შემდეგ გაუჩნდა. „ეს გზავნილი თქვენგან მივიღე. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და მივიღოთ ყველაფერი. ეს არის ამ სიმღერის მთავარი გზავნილი, - აცხადებს მომღერალი.
მისი თქმით, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს. „ძალიან სერიოზულ არჩევანთან ვართ მისული და ეს არჩევანი თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ არჩევნისთვის ჩვენ ყველა პირობა გვქონდეს შექმნილი. ყველა ადამიანს აქვს უფლება, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ხოლო როცა გატყუებენ, უნდა თქვა - ნუ მატყუებ, არ მჯერა", - აცხადებს ზაზა ხუციშვილი.
ჯგუფმა „ვაკის პარკმა" 2004 წლის შემდეგ პირველ ალბომი ორი კვირის წინ ჩაწერა. ალბომს "ანდერგრაუნდი" ჰქვია. ალბომში, სხვა სიმღერებთან ერთად, „ეს შენ გეხება"-ც არის შესული.