Saturday, 13 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საქართველოს სახელს უცვლიან!

საქართველოს სახელს უცვლიან!У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს სახელს უცვლიან!მეუფე იობის ქადაგება 08 07 2012. მეუფე იობი: ეს ხელისუფლება თუ დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს (14 ივლისი, 2012)"ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თუ ისევ ის ხელისუფლება დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს და შეიძლება საქართველოს სახელიც კი შეუცვალონ, არის ამის მცდელობა. ჩვენი სინდისიდან გამომდინარე სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ,"- განაცხადა მრევლთან საუბრისას მეუფე იობმა. მისი თქმით, სინოდმა ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ოპოციზიურ აქციებში მონაწილეობაზე სასულიერო პირებს შენიშვნა მისცა. "სინოდმა განიხილა სასულიერო პირების პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულობის საკითხი. ესეც ცალმხრივად დადგინდა, რომ თურმე არ შეიძლება ოპოზიციურ აქციებში ჩართვა და სამაგიეროდ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა სახელისუბლებო ღონისძიებების მხარდაჭერა. ამის მაგალითები მრავლად არის. მღველმთავრები მიდიან პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ა.შ და მე ერთხელ მივედი ივანიშვილის აქციაზე და თურმე ეს არ შეიძლება. აი ასეთი გადაწყვეტილებები ხდება სამწუხაროდ და ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მთავრობა სერიოზულად ერევა ეკლესიის მართვაში და გავლენის ქვეშ ჰყავს. ამიტომ რასაც მე მოგიწოდებთ ისე უნდა იცხოვროთ. ხელისუფლებას სულ არ აინტერესებს ქვეყანა და მართლმადიდებლობა, მათ აინტერესებთ სკამი და სახელი ამისთვის კი მხოლოდ ანტიქრისტეს მოციქულები იღწვიან. ჩვენი დიდგორი და ჩვენი ბასიანი არის ამ არჩევნებზე. თუ ისევ ის ხელისუფლება დარჩება საქართველო აღარ იარსებებს და შეიძლება საქართველოს სახელიც კი შეუცვალონ, არის ამის მცდელობა. ჩვენი სინდისიდან გამომდინარე სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ,"- განაცხადა მეუფე იობმა.
Мой аккаунт