Saturday, 13 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ხელისუფლება ანტიქრისტეს ემსახურება!

ხელისუფლება ანტიქრისტეს ემსახურება!У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი: „სინოდზე განხილული იქნა, რომ სასულიერო პირებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებზე. ესეც ცალმხრივია, ე.ი. ოპოზიციის პოლიტიკურ აქციებზე არ უნდა მივიდეს სასულიერო პირი, ხოლო ხელისუფლების, ნაცმოძრაობის პოლიტიკურ აქციებზე შესაძლებელია მისვლა და ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მღვდელმთავრები მიდიან, ხვდებიან პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან, მონაწილეობენ იქ და მე ერთხელ მივედი მცხეთაში ბიძინა ივანიშვილის აქციაზე და ეს თურმე არ შეიძლება. ნამდვილად მთავრობა ძალიან სერიოზულად ერევა ეკლესიაში და ეკლესიის მართვაში, და გავლენის ქვეშ ჰყავს ეკლესია. ამიტომ თქვენ ისე უნდა იცხოვროთ, როგორც მე და თქვენი მოძღვრები გაკურთხებთ, რათა სწორი გზით იაროთ და შეცდომები არ დაუშვათ. აიდი ბარათებით ებრაელები არაბებს აკონტროლებენ. მთავარი დაწოლა საქართველოზე, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანაზე ხორციელდება და ეს ხდება არსებული ხელისუფლების ხელშეწყობით. ამათ სულ არ აინტერესებთ არც ქვეყანა და არც მართლმადიდებლობა. ამათ აინტერესებთ სკამი და სახელი, და სკამისთვის და სახელისთვის სწორედ ანტიქრისტეს მსახურები ისწრაფვიან. ჩვენი დიდგორი და ბასიანი წინა გვაქვს და ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. თუ ისევ არსებული ხელისუფლება დარჩა, მე გარწმუნებთ, რომ საქართველო აღარ იარსებებს და შეიძლება საქართველოს სახელიც კი შეუცვალონ და ამის მცდელობა არის. ჩვენი სინდისიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი. მე არ მოგიწოდებთ არც იქითკენ, არც აქეთკენ, მაგრამ სინდისიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი."
Мой аккаунт