У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„ქართული ოცნების" აქციაზე ზუგდიდში დღეს ის ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქ იმყოფებიან. ისინი ოპოზიციურმა კოალიციამ სწორედ ამ მიზნებისთვის გამოაგზავნა სამეგრელოს რეგიონში. სამეგრელოს მედია ორგანიზაციამ ამ ადამიანებს ზუგდიდის სხვადასხვა ქუჩებსა და რაიონის სოფლებში მიაგნო. რამდენიმე დღის წინ ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ აქციებისთვის იყვნენ ჩამოსულები, თუმცა დღევანდელმა აქცია-მსვლელობამ ზუგდიდის ქუჩებში ცხადყო მათი წინასწარი გეგმა და განზრახვა. ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში შევეცადეთ თქვენთვის დაგვენახვებინა ის სიმართლე, რასაც თბილისიდან ჩამოსული დაუპატიჟებელი სტუმრები საგულდაგულოდ მალავდნენ. ჩვენ დღეს ისევ იმ ოჯახებს ვესტუმრეთ, სადაც ოცნების აქტივისტები რამდენიმე დღის წინ განთავსდნენ. სამეგრელოს მედია ორგანიზაციის გადამღებ ჯგუფებს გადაღებისას გარკვეული პრობლემებიც შეექმნა, თუმცა ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ სიმართლე დაგვეფიქსირებინა. ჩვენს მიერ გადაღებული კადრები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში თბილისელი აქტივისტების გამოგზავნით წინასწარ დაგეგმა ბევრი რამ. თუ რა, ამას მედია ორგანიზაცია გზადაგზა გაარკვევს. მანამდე კი ვნახოთ ვიდეორეპორტაჟი ზუგდიდის აქციიდან.