Monday, 22 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

smsportal.ge | შეშინებული ახალაია

smsportal.ge | შეშინებული ახალაიაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, როლანდ ახალაია მოსახლეობასთან შეხვედრებს ჟურნალისტებისგან ფარულად მართავს. მისი ყველა შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია. მედიისთვის დღეს ერთერთი ასეთი შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა "მეცხრე არხისა" და "ინფო 9"-ის გადამღები ჯგუფების გამოჩენისთანავე როლანდ ახალაიამ შეხვედრა ნაადრევად დაასრულა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. ჟურნალისტებმა მას რამდენიმე აქტუალური შეკითხვით მიმართეს, თუმცა პასუხების გაცემას მაჟორიტარობის კანდიდატმა თავი აარიდა და გაიქცა. მასთან მიახლოების საშუალებას უცნობი პირები მედიას არ აძლევდნენ. "მეცხრე არხმა" დააფიქისრა ადამიანები, რომლებიც მმართველი პარტიის შეხვედრაზე მიკრო-ავტობუსებით მოჰყავდათ. შეხვედრაზე უმეტესად საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კომბინატის დასახლება ასევე ჟურნალისტების გამოჩენისთანავე დატოვეს. როლანდ ახალაია ერთადერთი მაჟორიტარობის კანდიდატია, რომელიც მედიას დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია უმალავს. მისი პრესსამსახურის უფროსი მედიის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ახალაიამ დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან აღიარა, რომ შეხვედრებზე მედიას არ ეპატიჟება, თუმცა "მეცხრე არხის" რეპორტიორს დაჰპირდა, რომ მას 2 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ შეხვდება.
Мой аккаунт