სოსო ჯაჯანიძე ბაჩო ახალაიას მალე ციხიდან გამოუშვებენ 25 07 2013 "ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების" თავმჯდომარე სოსო ჯაჯანიძე პროკურატურას როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს. ჯაჯანიძე ბაჩო ახალაიასა და სასულიერო პირების სასამართლო პროცესების დაწყებამდე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც როლანდ ახალაიამ გიორგი გაბედავას მამას ზაზა გაბედავას აგენტი უწოდა.
ჯაჯანიძე ახალაიას მხრიდან გაბედავას მისამართით გამოთქმულ ბრალდების მიზეზს განმარტავს.
"საქალაქო სასამართლოში როლანდ ახალაიამ შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გაბედავას. მას ყავა შეასხა სახეში, ხოლო მის მამას "ეროვნული მოძრაობის" დროს აგენტი უწოდა. ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. ამის მიზეზია ის, რომ ხელში ჩაგვივარდა ის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ახალაიებს არ აწყობთ. მოსამართლე გიორგი დარახველიძე, რომელიც ბაჩო ახალაიას პროცესებს წარმართავს კუბლაშვილის დეიდაშვილია. ამიტომ მიდის პროცესები ისე, რომ მალე ახალაია ციხიდან გამოვა. მალე ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოუშვებენ. ეს უტყუარი ინფორმაციაა. როლანდ ახალაიამ იცის, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ ჩაგვივარდა ხელში, ამიტომ არის ესე გაღიზიანებული," - განაცხადა სოსო ჯაჯანიძემ.
ჯაჯანიძის თქმით, გაბედავას ოჯახს სამართლებრივ დახმარებას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაუწევს.