У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კოალიცია ,,ქართული ოცნების" ახალი წევრი, ყოფილი პატიმარი ალექსანდრე უსოევი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბაჩო ახალაიას და ხათუნა კალმახელიძის ხელმძღვანელობით რეგულარულად შეჰყავდათ სპეცრაზმი და პატიმრების ცემაში ბაჩო ახალაია პირადად იღებდა მონაწილეობას. მან ასევე დაასახელა სხვა პირები, რომლებიც უშუალოდ ახდენდნენ მასზე ძალადობას.