Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე, ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. 33 წლის ჭანტურიას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო. სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულის დედა, აცხადებს რომ არ ეუბნებიან, თუ რა მოხდა ჯარში. "ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე", - აცხადებს პირველ არხთან სამხედროს დედა თინათინ ჭანტურიძე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.
Мой аккаунт