Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ამერიკული სარაკეტო სამხედრო ხომალდი ლიბერიულ სავაჭრო ხომალდს შეეჯახა

ამერიკული სარაკეტო სამხედრო ხომალდი ლიბერიულ სავაჭრო ხომალდს შეეჯახაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ამერიკული სარაკეტო სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ სინგაპურის სიახლოვეს მალაკის სრუტეში ლიბერიულ სავაჭრო ხომალდს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მე-7 ფლოტი ავრცელებს. ინციდენტი დღეს გამთენიისას მოხდა. ხომალდი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 5 მეზღვაური დაშავდა, 10 კი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატორი ჯონ მაკკეინი. ამერიკული სამხედრო ხომალდი სენატორ ჯონ მაკკეინის მამისა და ბიძის, ადმირალების ჯონ მაკკეინ უფროსისა და ჯონ მაკკეინ უმცროსის პატივსაცემად მათ სახელს ატარებს. მისი ეკიპაჟი 337 წევრისგან შედგება. ხომალდის ბორტზე Aegis-ის სისტემის 2 სარაკეტო დანადგარია განთავსებული, ასევე საარტილერიო, ხომალდსაწინააღმდეგო და სხვა შეიარაღება.
Мой аккаунт