Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

სამხედროებს ბინები გადაეცათ

სამხედროებს ბინები გადაეცათУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დღეს 877 სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები გადაეცა. ბინების გადასაცემად ვარკეთილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მივიდნენ. მათ ადგილზე მისულ სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს ბინების გასაღებები პირადად გადასცეს. პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ახალი საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს და მათ ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცეს. ბინა საკუთრებაში გადაეცათ ავღანეთში ISAF-ის და ერაყში OIF მისიის შესრულების დროს, ასევე, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 22 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. ბინით დაკმაყოფილდნენ ავღანეთში ISAF-ის, ერაყში OIF მისიის, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად და სხვა ვითარებაში დაინვალიდებულ 37 სამხედრო მოსამსახურეს. მათთვის ბინები სპეციალური პროექტით გარემონტდა და ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ის 609 სამხედრო, რომელთაც შეასრულეს საქართველოს თავდაცვის სამნისტროსთან დადებული კონტრაქტის პირობები და ამ კონტრაქტის შესაბამისად ეკუთვნით საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა. ბინა გადაეცა ასევე 170 მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში განაწილების კომისიის მიერ ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში არსებული საცხოვრებელი ბინები სამსახურებრივ სარგებლობაში გადაეცა იმ 39 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაც 2013 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით არ დაუსრულებიათ კონტრაქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის ვადა, დღესაც მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში და კონტრაქტის საფუძველზე ექვემდებარებიან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას.
Мой аккаунт