სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ზუგდიდის მკვიდრი გურამ თირქია ყოფილ გუბერნატორს მის საკუთრებაში არსებული მიწების უკანონოდ მითვისებაში სდებს ბრალს.ზუგდიდში მცხოვრები გურამ თირქია ამბობს, რომ სოფელ ანაკლიაში მისი კუთვნილი 26 ჰექტარი მიწის ფართობი სამეგრელო--ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ მიითვისა. გურამ თირქიას თქმით, მან ანაკლიაში მიწის ნაკვეთი 2003 წელს შეიძინა და საჯარო რეესტრშიც დაარეგისტრირა. მესაკუთრე ამბობს, რომ ამის შემდეგ იგი ზაზა გოროზიამ დაიბარა და უთხრა, რომ მიწა უნდა დაეთმო.მისივე თქმით, გუბერნატორთან საუბრის შემდეგ ის პროკურატურაში დაიბარეს, სადაც გამომძებელი გია ბერიშვილი დაჭერით დაემუქრა.
გურამ თირქია ყვება რომ მისმა დისშვილმა ბიზნესმენმა ანზორ კიკალიშვილმა ეს მიწები წლების წინ კანონიერად შეიძინა. და სახელმწიფო გადასახადსაც 9 წელი იხდია,მისი თმით მიწები უზენაესი სამსამართლოს მიერ იყო დაკანონებული. თირქია ამბობს,რომ აღნიშნული ტერიტორიის მითვისება გოროზიას პირად ინტერესებში შედიოდა და გია ბერიშვილსდ გამომძიებელს გაურიგდა,რომელიც აჟმადაც ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში.გურამ თირქიას თქმით გოროზიას ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურამ ადგილობრივი მოქლაქეების დაშინების გზითა და ცრუ ჩვენებებით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გურამ თირქია ადვოკატ ირმა ჭკადუასთან ერთად დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საქმის გამოძიების დეტალების გასარკევევად მივიდა.ადვოკატი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ნაამბობს ადასტურებს და განმარტავს, რომ 2010 წელს თირქიას სამგერლო-ზემო...
2013-06-06