Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქეთევან ციხელაშვილი და დავით კოდუა გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრნენ

ქეთევან ციხელაშვილი და დავით კოდუა გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრნენУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
► შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გასულ წელს სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად ესტუმრა. „დღეს ვესტუმრე ოთხოზორიების ოჯახს, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა სახელმწიფოს მხრიდან ამ ოჯახის მიმართ თანადგომა და ყურადღება. დღეს დედის დღეა და ძალიან რთულია, შვილმკვდარ დედას რაიმე სანუგეშო უთხრა, მაგრამ მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევას ვახორციელებთ იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და სახელმწიფო არ შეეგუება იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას. ამ ბრძოლებში დაღუპული გმირების დედები არიან პირველები მათ რიგში, ვინც იცავს მშვიდობას და კარგად ესმის, როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მან ოჯახის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გიგა ოთხოზორია გასული წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში აფხაზმა ე.წ. მებაჟემ ცეცხლასასროლი იარაღით მოკლა.
Мой аккаунт