Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

განათლებისა და მეცნიერების სამეგრელო-ზემო სვანეთის გენინსპექციის ყოფი..

განათლებისა და მეცნიერების სამეგრელო-ზემო სვანეთის გენინსპექციის ყოფი..У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
განათლებისა და მეცნიერების სამეგრელო-ზემოსვანეთის გენინსპექციის ყოფილი უფროსი ლევანთორია თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. ასევე ის ზუგდიდის საგანმამანათლებლო რესურს-ცენრტის ხელმძღვანელის, ლელა ქებურიას პოსტიდან გათავისუფლებას და პროკურატურას გენინსპექციის ყოფილი უფროსის ლაშა აბაშიძის საქმის გამოძიებას სთხოვს. ლევან თორია აცხადებს, რომ დაკავებული თანამდებობის და ტოვებამას ლაშა აბაშიძემ მოთსხოვა, მისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდგომ კი საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ, რომლებმაც მისვე თქმით სახლიდან წაიყვანესდა 8 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს განყოფილებაში ჰყავდათ. რესურსცენტრის ყოფილი თანამშრომელი მედიასთან, მისი სამსახურის გათავისუფლების მიზეზად, დღევანდელი ხელსუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ასახელებს, რომელსაც როგორც თვითონ განმარატავს საჯარო აფიქსირებდა მისივე თქმით თორიამ აღნიშნულ საკითზე ზუგდიდის სასამართლოს მიმართა, რომელმაც მისი არგუმენტები არგაიზიარა და გათავისუფლების ბრძანება ძალაში დატოვა. თორიამ ზუგდიდის სასამართლო განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სადაც, როგროც თვითონ ამბობს გათავისუფლების ბრძანება ბათილად სცნეს და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს დაევალა ახლი ბრძანების გამოცემა. თორია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა მაგრამ რეაგირება სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცნტრის ხელმძღვანელი ლელა ქებურია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თორიას გათავისუფლების შესახებ მტკიცებულებები არასაკმარისად ჩათვალა და ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება დაავალა. განათლებისა და მეცნიერების სამეგრელო-ზემოსვანეთის გენინსპექციის ყოფილი უფროსი ლევან თორია თანამდებობიდან მიმდინარე წლის თებერვალში იქნა გათავისუფლებული
Мой аккаунт