საქართველოს ეროვნული მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას `ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი".
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალევა ეძლევა იხილოს სხადასხვა წლებში მრავალი ცნობილი მხატვრისა და მკველვრის მიერ დაღუვპას გადარჩენილი მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: X-XVII სს. ფრესკების დედნები და ასლები, V-VI სს. ბიჭვინთის მოზაიკა, მონუმენტური მხავრობის ფრაგმენტების შემცირებული ასლები და სხვაშუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლისა და გადარჩენის ასწლოვან ისტორიას საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა. მისი თაოსნობით XX საუკუნის დასაწყისიდა ნშეიქმნა ქართული ფრესკის ასლების პირველი კოლექცია, რომელსაც წლების განმავლობაში ასრულებდნენ მხატვრები ა.ეისნერი, ქ.კრონი, ჰ.ჰრინევსკი, თ.კიუნე, გ.ხმალაძე, ს.პოლტორაცკი, ა.გარიბჯანიანი და მათ შორის, ახალგაზრდა დავით კაკაბაძე. 1916 წლიდან ამ წამოწყებას შეუერთდნენ ლადო გუდიაშვილი, მოსე და ირაკლი თოიძეები, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჭიაურელი, შალვა ქიქოძე და დიმიტრი შევარდნაძე.
გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მონუმენტური მხატვრობის ასლებზე მუშაობდნენ ქეთევან მაღალაშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, სევერიან მაისაშვილი, შალვა აბრამიშვილი და პეტერბურგიდან მოწვეული მხატვარი-კოპიისტები ბორის შევიაკოვი, ტატიანა შევიაკოვა, ნატალია ტოლმაჩევსკაია, რომლებიც ასლი-ფაქსიმილეს შექმნის რთულსა და შრომატევად ტექნოლოგიას იყენებდნენ.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მოზაიკური მხატვრობისა თუ ფრესკების დედნების გადარჩენის ტრადიციაც უკავშირდება. რაც 30-იანი წლებში დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით დაიწყო.
გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 2014 წლის 24 მარტამდე გასტანს.
მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1.