2017 წლის ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი - ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები" პრეზენტაცია
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
2017 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა 2017 წლის ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი - ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები" პრეზენტაცია. გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.