Sunday, 21 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

რუზგენ ჩუხუა დღეს დილით გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში იპოვეს

რუზგენ ჩუხუა დღეს დილით გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში იპოვესУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ზუგდიდის ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი რუზგენ ჩუხუა დღეს დილით ცეცხლასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საკუთარ მანქანაში იპოვეს. შემთხვევიდან ცოტა ხანში ის ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ემერჯენსის მორიგე ექიმის განმარტებით, საავადმყოფოში მოთავსების დროს ის გარდაცვლილი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემთხვევიდან ცოტა ხანში მისი ახლობლები, თანამშრომლები და მეგობრები შეიკრიბნენ. ადგილზე მუშაობას აწარმოებდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დრომდე უცნობია თუ რა მოხდა გარდაცვალების ადგილას. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ რუზგენ ჩუხუას დაცვის პოლიციის ზუგდიდის განყოფილების უფროსის ზვიად კილასონიას ვალი ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ვალის დაბრუნებას გარდაცვლილს სთხოვდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში რუზგენ ჩუხუას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ვალის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ოჯახი კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა გარდაცვლილის ძმა ადასტურებს, რომ დღეს დილით რუზგენ ჩუხუასთან სახლში ზვიად კილასონია იყო. შემთხვევაც სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების განმარტებით, მოწმის სახით ამ საქმეზე რამოდენიმე პირი დაიკითხა.
Мой аккаунт