დაკავებული მინდია ოჯახიშვილის ოჯახს პოლიციამ საავადმყოფოში შესვლის საშუალება არ მისცა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ხმაური იყო გვიან ღამით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან. საავადმყოფოში შესვლას 27 წლის მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მინდია ოჯახიშვილი საავადმყოფოში პოლიციის განყოფილებიდან ნაცემი გადაიყვანეს. იგი ბათუმში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
ახლობლები დაკავების მოტივს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მინდია ოჯახიშვილს იარაღი ჩაუდეს. მოგვიანებით დაკავებულს ადვოკატი შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებს არ ადასტურებენ.