Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

კახეთში მამაკაცმა მისი ქალიშვილის მოტაცების მსურველი ცემით მოკლა

კახეთში მამაკაცმა მისი ქალიშვილის მოტაცების მსურველი ცემით მოკლაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში 42 წლის მამაკაცმა 21 წლის ბიჭს ხელკეტით სცემა. დაშავებული მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლები ჰყვებიან, ბიჭს შეყვარებული გოგონას მოტაცება ჰქონდა განზრახული, რადგან მათ ქორწინებას ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. მეზობლების თქმით, შეყვარებულის მამამ ახალგაზრდის მანქანა ჯერ ნაჯახით დააზიანა, შემდეგ კი ბიჭი ძალის გამოყენებით სახლში შეიყვანა და იქ სცემა. ახლობლების ვერსიით, 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში არამარტო შეყვარებული გოგონას მამა, არამედ, სავარაუდოდ, ოჯახის სხვა წევრებიც არიან დამნაშავე. გარდაცვლილი ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს. ოჯახის წევრები მკვლელობის სათანადო გამოძიებას ითხოვენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მან დანაშაული უკვე აღიარა. საქმეზე ძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლს, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია იცავს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ოჯახის არცერთი წევრი არ არის.
Мой аккаунт