У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის" მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, სტენდები, რომელიც გაფორმებულია პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებით, აქვე წარმოდგენილია პრაქტიკის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულებები.