Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში", ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა გაიმართა. საზაფხულო სკოლის თემა იყო საკლასო დაკვირვების სტრატეგიები და სუპერვიზია. საზაფხულო სკოლას უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები, პროფესორი მეი ბრიტ პოსტჰოლმი (ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) და ასოცირებული პროფესორი ტორბიორნ ლუნდი (ტრომსოს და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტები). სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულმა სპეციალისტებმა, ფსიქოლოგებმა, სპეციალური განათლების პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებმა, სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ასისტენტებმა, მასწავლებელებმა, აღნიშნული პროფესიების შესაბამისი მაგისტრატურის სტუდენტებმა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: სასწავლო პრაქტიკის ეფექტურად განხორციელების სტრატეგიები; აქტიური სწავლის, დაკვირვებისა და ინტერვიუს გამოყენების სტრატეგიები მოსწავლეთა/სტუდენტთა ხარისხიანი სწავლებისთვის; მოსწავლეებსა და მასწავლებელთა შორის კონსულტირების დიალოგის მნიშვნელობა და მასწავლებელთა მხრიდან კონსულტირების ფორმები. კურსის შედეგად, სასწავლო პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა გაიღრმავეს საკლასო დაკვირვების, აქტიური სწავლებისა და კონსულტირებისთვის საჭირო უნარჩვევები. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
Мой аккаунт