საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ინიციატივით პროექტის ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში დაიწყო ქართული ჟესტური ენის განვითარების მხარდაჭერა.
საკითხი აქტუალურია, რამდენადაც, 2013-2014 სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12 ყრუ მოზარდი ჩაირიცხა, რომლებიც პროფესიულ განათლებას ჟესტური ენის თარჯიმნების დახმარებით იღებენ.
სტუდენტთათვის ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია, შესაბამისი ქართული ჟესტების იდენტიფიცირება და ჟესტურ ენაზე მოლაპარაკეთა შორის დამკვიდრება, რამდენადაც ათწლეულების მანძილზე ჟესტური ენის სწავლების საშუალებად გამოყენება არ ხდებოდა, ეს კი ენის განვითარებას აფერხებდა.
8-10 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ეწვევია დელეგაცია ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან. ნორვეგიელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს ჟესტების იდენტიფიცირების, დამკვიდრების და ბაზაში ასახვის მეთოდოლოგიას აცნობენ. ამისათვის წარმოდგენილი იქნა ჟესტების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა - Sign Wiki, რომლის ანალოგი ქართული ჟესტური ენისთვისაც შეიქმნება.
ქართული მხრიდან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობენ წარმომადგენლები ყრუთა კავშირიდან, ჟესტის მომხმარებელი ყრუ პირები, სტუდენტები, ჟესტური ენის თარჯიმნები და ლინგვისტები. აღნიშნული ინიციატივის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის პროცესში ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ფუნქციონირებს ჟესტური ენის ლაბორატორია.