Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქეთევან ნატრიაშვილი რუსთავის პროფესიულ კოლეჯში "მოდუსი"

ქეთევან ნატრიაშვილი რუსთავის პროფესიულ კოლეჯში "მოდუსი"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსის" განახლებულ სასწავლო პროგრამებს გაეცნო, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სტუდენტთა პრეზენტაციები მოისმინა. შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს რუსთავის პროფესიული კოლეჯი ყოველწლიურად ასობით სტუდენტს აძლევს. განახლებული სასწავლო პროგრამებით, სტუდენტები 15 სპეციალობას ეუფლებიან. სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც, რომელთა შორისაა კომპანია "ენერგო-პრო" ჯორჯია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და "ენერგო-პრო" ჯორჯიას ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ახალგაზრდების ჩართვა პროფესიული განათლების პროცესში" „მოდუსის" წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიებით დააჯილდოვა. კომპანია კოლეჯის სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკით და შემდეგ დასაქმების შესაძლებლობითაც უზრუნველყოფს. ინკლუზიური განათლების ფარგლებში, „მოდუსში" სხვადასხვა პროფესიას უფასოდ ეუფლებიან სსსმ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები.
Мой аккаунт