Thursday, 18 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანესУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
გახმაურებული საქმე და ნაფიცი მსაჯულების მოულოდნელი გადაწყვეტილება - 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ, 12-მა მოქალაქემ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი განაჩენი ვერ გამოიტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 11 ივნისს გიორგი ოქროპირიძე ციხეს დატოვებს. სწორედ ამ დროს ეწურება ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ვადა. ნაფიცი მსაჯულების პასუხს დარბაზში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მით უმეტეს, რომ არსებობს მთავარი მოწმე, რომელიც მკვლელობის ადგილზე საკუთარი მანქანით ოქროპირიძის მიყვანის ფაქტს აღიარებს. მოკლულის დედა საქმეში პოლიტიკოსების ჩარევაზე მიანიშნებს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც ოქროპირიძის გათავისუფლების შემთხვევაში, მას და მახარაძის მეგობრებს ემუქრებათ. 27 წლის ლაშა მახარაძე, რომელმაც 2013 წელს მომხდარი ტრაგედიის გამო ოჯახის სამი წევრი დაკარგა, 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე მოკლეს. თამარ გოგესაშვილი ესწრებოდა რეზონანსულ სასამართლო პროცესს.
Мой аккаунт