Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავესУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მკვლელობა 2 000 დოლარის სანაცვლოდ - შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს და ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ორი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი უზბეკეთის, ორი კი საქართველოს მოქალაქეა. სამართალდამცველებმა 2013 წლის 3 ივლისს ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმთან, ტყეში ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ გარდაცვლილი 1987 წელს დაბადებული უზბეკეთის მოქალაქე იყო. ამავე დანაშაულში მხილებულია უზბეკეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც საქართველო 31 მაისს დატოვა. გამოძიებით ირკვევა, რომ საქართველოდან წასულ უზბეკეთის მოქალაქეს გარდაცვლილთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა. მან მკვლელობაში ბრალდებულებს შურისძიების მიზნით გოგონას მკვლელობა დაუკვეთა და 2000 აშშ დოლარი გადაუხადა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2013 წლის 22 მაისს მსხვერპლი ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმთან ტყეში მოტყუებით წაიყვანეს და იქ მოკლეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები საგამოძიებო--სამძებრო ღონისძიებების შედეგად 12 ივლისს ბათუმში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.
Мой аккаунт