მიღება პარლამენტში - „გენდერული თანასწორობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში“
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„გენდერული თანასწორობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში“ - დღეს ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით პარლამენტში ქალი პარლამენტის წევრების პატივსაცემად საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება შვედეთის სამეფოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარტინა ქუიქმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სიმბოლურია, რომ ღონისძიება, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღეს ემთხვევა.
21.02.2017