Tuesday, 23 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საქართველოში ნატო-ს კვირეული გაიხსნა

საქართველოში ნატო-ს კვირეული გაიხსნაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ნატო-ს კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების ბოლო სამ ფაზას მიეძღვნა. კვირეულის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. ცერემონიის დასრულების შემდეგ კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერნეცია გაიხსნა. "გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სიტვით გამოვიდა კონფერენციაზე II პანელში "საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე; მზადება 2014 წლის ნატოს სამიტისთვის". თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ირაკლი ალასანიამ სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს გაწევრიანება ნატოში. მისი თქმით, უელსის სამიტზე საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ პროგრესი იქნება დაფიქსირებული. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. კვირეულის მეორე დღეს, ბროშურის "საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში" პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი ქართული ჯარის განვითარების ისტორიის შესახებ გამოფენა მოეწყობა.
Мой аккаунт