Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ანგარიში დონორ ორგანიზაციებს

ანგარიში დონორ ორგანიზაციებსУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის, ათასწლეულის ფონდის და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიდან. ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელბმა მოწვეულ სტუმრებს 2011 წელს შესრულებული საქმიანობის შედეგები გააცნეს. ასევე მოეწყო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის 2011 წლის ანგარიშისა და 2012 წელს მიმდინარე პროექტების პრეზენტაციაც. შეხვედრაზე მონაწილეებმა ახალი ინფრასტრუქტურული პროქტები, ასევე საგზაო და წყლის სფეროში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განიხილეს. მოწვეულ სტუმრებს რამაზ ნიკოლაიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დონორი ორგანიზაციები წლების განმავლობაში ახორციელებენ, როგორც რეგიონული განვითარების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგნლებმა 2011 წლის მანძილზე სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და კმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ საშუალება მიეცათ პირადად მინისტრისაგან მოესმინათ ინფორმაცია სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ.
Мой аккаунт