Friday, 12 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა დასრულდა

ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა დასრულდაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში“ წელს პირველად, ახორციელებს პროექტს „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“. საზაფხულო სკოლა დაბა ბაკურიანში 2 ნაკადად გაიმართა და მასში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის - „ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“ გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები მონაწილეობდნენ. საზაფხულო სკოლის პირველ ნაკადში მონაწილეობდა როგორც ქართველი ისე აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და სხვა ეროვნების მასწავლებლები. სწორედ ამ პედაგოგთა აღსაზრდელებმა მოიპოვეს გამარჯვება ესეების კონკურსში “ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“. საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადის მონაწილეები იყვნენ კონკურსის “ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“ საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასების საუკეთესო შედეგების მქონე 40 ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე. დღეს, საზაფხულო სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. პროექტის „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“. მიზანი იყო: ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
Мой аккаунт