Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ლეონარდო და ვინჩი 2014 იწყება

ლეონარდო და ვინჩი 2014 იწყებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ აცხადებს. საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრეს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge 8 ოქტომბრიდან შეეძლებათ. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების, როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 13 ნოემბერს დასრულდება. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.
Мой аккаунт