Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ლამბალოში ახალი სკოლა აშენდა

ლამბალოში ახალი სკოლა აშენდაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. შედეგად, 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი. ახალი სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქეთევან ნატრიაშვილმა და ლია გიგაურმა გახსნეს. ლამბალოს სკოლის შენობა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. გათვალისწინებულია, ყველა დეტალი, მათ შორის, ადგილმდებარეობის სპეციფიკა. სკოლას აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები დამხმარე სათავსოებით. ამასთან, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც და ერთ-ერთი პირველი სკოლაა, სადაც ლიტფი ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, სკოლის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება მიმდინარეობს.
Мой аккаунт