У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ავტორები: სულხან მესხიძე, ვაჟა კეშელავა, თორნიკე პატარაია |
ქობულეთელები გუშინ ღამით იმ ჭიშკრის შემტვრევას და სახლში შესვლას ცდილობდნენ, სადაც მათივე მტკიცებით, პედოფილიაში ბრალდებული ცხოვრობს.
11 წლის გოგონას დედა ირწმუნება, რომ მისი შვილის გაუპატიურება 65 წლის მამაკაცმა სცადა. იგი მოზარდის ქალაქგარეთ გაყვანას მოტყუებით აპირებდა.
არასრულწლოვანის ახლობლები სავარაუდო სექსუალური მოძალადის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში სწორედ, გაუპატიურების ბრალდებით სასჯელს იხდიდა.
შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებულის სახლს ახლა უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცავები იცავენ. ვითარების ადგილზე გასაცნობად აქციის მონაწილეებს ქობულეთის გამგებელი და საკრებულოს დეპუტატები შეხვდნენ. ადგილზე ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანიც იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
11 წლის გოგონას დედა გუშინ ქობულეთის რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მოზარდი ამ ეტაპზე ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში კი უწყება შესაბამის ზომებს გაატარებს. 65 წლის მამაკაცი ამ ეტაპზე საკუთარ სახლში არ იმყოფება.