Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

კახეთის განვითარების გეგმა

კახეთის განვითარების გეგმაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დღეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს კახეთის განვითარების გეგმა გააცნეს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენლი იქნება უკანასკნელ წლებში, კახეთის რეგიონში განხორციელებული ძეგლთა სარეაბილიტაციო პროექტები. სუვენირების მაღაზიები, ტურისტული ბილიკები, პარკინგები, კაფეები, საინფორმაციო სივრცეები და სველი წერტილები - კახეთის ისტორიულ ძეგლებზე თანამედროვე და ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, ბოდბის მონასტერი, დავით გარეჯის ლავრა, იყალთოს აკადემია, ნინოწმინდას დედათა მონასტერი, გურჯაანის ყველაწმინდა, ხირსისი მამათა მონასტერი, უჯარმის ციხე, თელავში ბატონის სასახლე და ისტორიული დართლო - საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახლდება და ადგილზე მოეწყობა ძეგლის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რეგიონალური განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სარესტავრაციო-სარეკოსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება ერეკლე ბატონიშვილის სასახლესა და მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებში: განახლდება სასახლე, ადმინისტრაციის შენობა, გალერეა, ბატონის ციხის კომპლექსში შემავალი ყველაზე ადრეული ეკლესია და ერეკლე II-ის კარის ეკლესია, ტერასა, აბანო, გალავანი და საჯარო სკოლა. აშენდება ახალი მუზეუმი, მოეწყობა „პარკი ლაბირინთი", დეკორატიული აუზი და სველი წერტილები.
Мой аккаунт