У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სურამის მოსახლეობა სუფთა და გაფილტრულ წყალს 24 საათიანი გრაფიკით, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სურამში მიმდინრე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს 17 ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებენ.სურამი წყალს თვითდენით იღებს, თუმცა ამორტიზებული და მოძველებული წყალომარაგების სისტემის გამო სურამის მოსახლეობისათვის სუფთა წყლის სტაბილური გრაფიკით მიწოდება პრობლემას წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობა წყალს ზაფხულში მხოლოდ დღეში 4 საათის, ზამთარში კი 7 საათის განმავლობაში იღებდა. ამასთან ერთად, ვერ ხერხდებოდა წყლის ფილტრაცია და მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებოდა.პროექტის ფარგლებში წყლის ცენტრალური მაგისტრალი 32 კილომეტრიანი ახალი მილით შეიცვლება, განახლდება წყალმომარაგების შიდა ქსელი. აშენდება ერთი სატუმბი-გადამქაჩი სადგური, მოეწყობა სათავე ნაგებობა. ასევე, გათვალისწინებულია ორი, 100 კუბურ-მეტრიანი რეზერვუარის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სურამის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 70-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.