Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართველი მუსლიმების მოთხოვნები - მინარეთის დაბრუნება და ინციდენტის გამოძიება

ქართველი მუსლიმების მოთხოვნები - მინარეთის დაბრუნება და ინციდენტის გამოძიებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ადიგენის, წალკის და ბათუმის მუსლიმი მოსახლეობა ამ წუთებში ისევ სოფელ ჭელაში, მეჩეთთან არის შეკრებილი. მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და ახალციხის პოლიცია დატოვეს. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ, დღეს მოთხოვნები ასეთია, - დააბრუნონ მინარეთი და გამოიძიონ ინციდენტი. ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო. სამართალდამცველებსა და აქციის მონწილეებს შოორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. რა ხდება ამ წუთებში, სოფელ ჭელაში, - ლევან კვატაშიძე დილიდან მუშაობს ადიგენის რაიონში, ის ახლა პირდაპირ კავშირზეა სტუდიასთან. როგორია შეფასებები, - ვინ უნდა აგოს პასუხი პროცესებზე, - ეს იყო დღეს მთავარი კითხვა, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობოები და პოლიტიკოსები სვამდნენ. დაპირისპირება ადიგენში პოლიტიკური განცხადებების და ურთიერთბრალდებების საბაბი გახდა. ქეთი ბოჯგუა მუშაობს დღის თემაზე. მთავრობის კანცელარიის წინ რელიგიური უმცირესობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლება საკუთარი თანამოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. აქციის ორგანიზება ფეისბუქის საშუალებით მოხდა.
Мой аккаунт